მერაბ დვალიშვილი რუს გულშემატკივართან სახალისო მიმოწერას აქვეყნებს

21:47 / 12 აპრ 2022
მერაბ დვალიშვილი რუს გულშემატკივართან სახალისო მიმოწერას აქვეყნებს

UFC-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საკუთარ ინსტაგრამზე საინტერესო მიმოწერას აქვეყნებს.

რუსმა გულშემატკივარმა, სუპერმსუბუქი წონის ქართველ კონტენდერს, ინსტაგრამზე მიმი გაუგზავნა, რომელშიც დვალიშვილი იყო გაშარჟებული. მერაბმა კი უპასუხა: დიდი მადლობა, ხინკალს და ხაჭაპურს გამოგიგზავნი.
გულშემატკივარი: როდის გამომიგზავნი? მირჩევნია შაურმა გამოაგზავნო.
მერაბი: კარგი, ლოკაცია მომწერე.
გულშემატკივარი: ტომსკი, რუსეთი. ისე გზაში არ გაფუჭდება საჭმელი?

მიმოწერის სქრინები დვალიშვილმა საკუთარ ინსტაგრამ ანგარიშზე გამოაქვეყნა და თან აღწერაში დაურთო: ამას მართლა ჰგონია, ხაჭაპურს ხინკალს და მაწონს გავუგზავნი.