მერაბ დვალიშვილი UFC-ს წლის ქამბექზეა ნომინირებული

19:41 / 27 დეკ 2021
მერაბ დვალიშვილი UFC-ს წლის ქამბექზეა ნომინირებული

UFC-ს ყოველწლიურ ნომინაციებში, მერაბ დვალიშვილი 2021 წლის საუკეთესო ქამბექისთვისაა წარდგენილი. 26 სექტემბერს გამართულ ორთაბრძოლაში, სადაც მერაბმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა მარლონ მოარესის წინააღმდეგ, UFC-ს არ გამორჩენია. მერაბთან ერთად ნომინირებულები არიან მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ჩარლზ ოლივეირა, ასევე ენტონი ჰერნანდეზი და ჟულიან მარკეზი.

ხმის მიცემა მიმდინარეობს UFC-ს თვითერის ოფიციალურ გვერდზე, გამოკითხვაში მონაწილეობისთვის საჭიროა თვითერზე ავტორიზაცია.

მიეცი ხმა აქ