მესის პერსონალური მცველი – ასეთი რონალდუსაც ჰყავს…

მესის პერსონალური მცველი – ასეთი რონალდუსაც ჰყავს…

არგენტინის ნაკრებში, ლეო მესის უსაფრთხოებაზე როდრიგო და პაული ზრუნავს. ერთერთ ბოლო ამხანაგურ მატჩში, არგენტინამ ჰონდურასი 3:0 დაამარცხა, ლეომ კი დუბლი გაიტანა. 39-ე წუთზე, ლეოზე დაიბი ფლორესი უხეშად დაჯარიმდა. დე პაული პირველი იყო, რომელმაც მესი დაიცვა და ფლორესს ყვირილი დაუწყო.

თამაშის შემდეგ, დე პაული ლეოსთან დადგა. რაღაც მიზეზის გამო, ჰონდურასის ერთერთმა მწვრთნელმა, ლეოს ხელი მოკიდა, ეს უფრო მეგობრული ჟესტი იყო. ატლეტიკოს ფეხბურთელს ეს მაინც არ მოეწონა და მათ შორის ჩადგა. მესის მიმართ, დე პაულის მხარდაჭერას ლიმიტი არ აქვს.

დამცველი რონალდუსაც ჰყავს. ესპანეთთან წაგების (0:1) შემდეგ, მისმა დამ, კატია ავეირუმ, რონალდუს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პორტუგალიელი ზურგით ზის და ასეთი კომენტარი გაუკეთა

„ჩვენ დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ მას, რომელიც ამას პორტუგალიისთვის ყოველთვის აკეთებს. მიუხედავად ამისა, პროტუგალიელები ავადმყოფი, მეწვრილმანე, უსულო, უტვინო და უმადური ხალხია. ეს ბიჭი, რომელიც მინდორე ზის, განადგურებულია. მხარს არავინ უჭერს. ეს ბოროტებაა. ამ ბიჭს კრიშტიანუ რონალდუ ჰქვია და დღესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია,“ – ავეირუმ ამ ფრაზას „უცნობი ავტორი“ მიაწერა.

„ყოველთვის შენთან ვიქნები, ჩემო მეფეო. დამშვიდდი“, – ეს ავეირუმ მიაწერა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კატია ავეირუ ძმის გვერდზე დგას. რონალდუს, ასევე, უფროსი დაც ჰყავს – ელმა. მოკლედ, სანამ ვინმე კრიშტიანუს შეუტევს, დაფიქრდეს…

მომზადებულია Sports.ru-ს მიხედვით…