მესი და 23… რეისი არგენტინაში?

მესი და 23… რეისი არგენტინაში?

როდის ითამაშებს ლეო მესი? როგორც იცით, არგენტინელ სუპერვარსკვლავს კორონავირუსი ჰქონდა და ახლა უკეთ გრძნობს თავს. ფრანგული პრესა წერს, რომ შესაძლოა, მესიმ რეიმსთან 23 იანვრის მატჩში ითამაშოს და მერე არგენტინაშიც გაემგზავროს.

ნაკრებს შესარჩევის ორი მატჩი აქვს: 28 იანვარს ჩილესთან და 1 თებერვალს კოლუმბიასთან… ნაკრების თემა აქამდე დახურული ჩანდა, მაგრამ დაიწერა.

მსოფლიოს 7-გზის საუკეთესო ფეხბურთელი მომდევნო კვირაში პსჟ-ის საერთო ჯგუფში ივარჯიშებს.

პსჟ-ს საიტზე კი მაურისიო პოჩეტინოს კომენტარია:

„მესი უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ ჯერ მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა. იმედი გვაქვს, მალე ვიხილავთ მოედანზე“.

და რაც შეეხება ნეიმარს, მის მინდორზე დაბრუნებას თებერვალში ელიან. ბრაზილიელს ტრავმის გამო საკმაო პერიოდი გაუცდა.