მეფე გიორგი – მამარდაშვილის მშრალი მატჩი და ბრწყინვალე სეივი (ვიდეო+ფოტო)

20:50 / 7 მაი 2022
მეფე გიორგი – მამარდაშვილის მშრალი მატჩი და ბრწყინვალე სეივი (ვიდეო+ფოტო)

გიორგი მამარდაშვილი ფორმას არ კარგავს. ქართველმა მეკარემ ვალენსიას რიგებში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ღამურები ბილბაოს ატლეტიკს ესტუმრნენ და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

მამარდაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, 4 სეივი გააკეთა და ბოლო წუთზე გუნდს ბრწყინვალე მოგერიებით დაეხმარა. მამარდაშვილმა ზედიზედ მეორედ King of The Match-ის სტატუსი მიიღო, რაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ნიშნავს.

რაც შეეხება ვალენსიას, მესტალიას ბინადრები 44 ქულით მე-10 ადგილზე არიან და შემდეგ მატჩს ბეტისთან გამართავენ.