მექსიკელმა მებრძოლმა მსაჯი შემთხვევით, ეფექტური დარტყმით დაანოკაუტა [VIDEO]

16:52 / 11 მარ 2022
მექსიკელმა მებრძოლმა მსაჯი შემთხვევით, ეფექტური დარტყმით დაანოკაუტა [VIDEO]

ბაჰრეინი 2022 წლის MMA-ს სუპერ თასს მასპინძლობს. გუშინ გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, სადაც ირლანდიელი და მექსიკელი მებრძოლები უპირისპირდებოდნენ ერთანეთს, კურიოზული და ამავდროულად მტკივნეული ინციდენტი მოხდა.

რაუნდის ბოლოს, მექსიკელმა მებრძოლმა მეტოქისთვის ტრიალში ფეხის დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა მეტოქის მაგივრად ადრესატი რეფერი, სკოტ მერჰარდტი აღმოჩნდა. ძლიერი დარტყმის შემდეგ მსაჯი გაითიშა და ოქტაგონზე დაეცა.

იხილეთ ვიდეო: