“მე შემიძლია ამის გაკეთება, რადგან…” – ნეიტ დიაზმა UFC-ს ოფისის ეზოში მოშარდა

18:58 / 12 მაი 2022
“მე შემიძლია ამის გაკეთება, რადგან…” – ნეიტ დიაზმა UFC-ს ოფისის ეზოში მოშარდა

UFC-ს სუპერვარსკლავი, ვეტერანი ნეიტ დიაზი, თვითერზე უცნაურ პოსტს ავრცელებს. მებრძოლის გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, თუ როგორ შარდავს იგი UFC-ს მთავარი ოფისისა და სავარჯიშო დარბაზის ეზოში. დიაზმა ფოტოს შემდეგი აღწერა დაურთო: “UFC PI-ს ვაფ*ამ, მე ამის გაკეთება შემიძლია, რადგან იმაზე მეტ თანხას ვიღებ, ვიდრე თქვენ ყველანი, ასე რომ მათ ჩემი გაგდება არ შეუძლიათ”.

რა კონკრეტულმა ფაქტმა გამოიწვია დიაზის ეს ქმედება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ბოლო პერიოდში ვეტერანსა და ორგანიზაციას შორის ურთიერთობა დაიძაბა. დიაზის უკმაყოფილების მიზეზი დაბალი ანაზღაურებები და ბრძოლის გარეშე ყოფნაა. მისთვის სასურველი მეტოქის არყოლის გამო მან ცოტა ხნის წინ ბელატორში ბრძოლის სურვილიც კი გამოთქვა.