მილანის ყოფილი შემტევი: “კვარაცხელიაში ჩემს თავს ვხედავ…”

მილანის ყოფილი შემტევი: “კვარაცხელიაში ჩემს თავს ვხედავ…”

ხვიჩა კვარაცხელიას ქება არ წყდება, იტალიურ პრესაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე მოდური თემა ქართველის თამაშია. ბევრი კომენტარია, მაგრამ ერთი გამოვარჩიეთ.

კვარამ ერთი დავიწყებული ფეხბურთელი გაგვახსენა. ჯანლუიჯი ლენტინი – 1992 წელს მილანმა მასში 18 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც ყველას გაუკვირდა. მაშინ უდიდესი ფასი იყო. მილანი სასწაული გუნდი იყო თავისი ნიდერლანდური ტრიოთი, ასევე მალდინი-ბარეზ-კოსტაკურტა-დონადონით და სხვებით. და ლენტინი იყიდეს ტორინოდან.

ლენტინი მარცხენა შემტევი გახლდათ. ვერ გაამართლა, ტრავმა მიიღო… თუმცა გარკვეულ დონეზე ითამაშა და გვახსოვს. და აი ლენტინიმ Gazzetta dello Sport-თან თქვა, კვარაცხელია ჩემს თავს მაგონებსო.

„სიმართლე გითხრათ, მასში საკუთარ თავს ვხედავ. კვარაცხელიას შესახებ არ ვიცოდი. სეზონის დასაწყისში ვნახე და დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. დიდებულად თამაშობს ნაპოლიში და ხედავ პერსპექტივას, რომ ასეც გააგრძელებს.

…რაშია მსგავსება ჩვენს შორის? ფეხების სიძლიერე და პლასტიკურობა, სწრაფად გადაადგილება. მასთან ფიზიკური ორთაბრძოლების მოგება რთულია. როცა ტექნიკასთან და სისწრაფესთან ერთად ფიზიკურადაც ძლიერი ხარ, ესე იგი, ბრწყინვალე ფეხბურთელიც ხარ. რაც ვნახე, გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ დავინახე მისი სისუსტეები. ალბათ ასეთიც ექნება და უნდა იმუშავოს, რათა სრულყოფილად ძლიერი გახდეს“.