“მილუოკის” სისხლიანი გამარჯვება “ბოსტონთან”

“მილუოკის” სისხლიანი გამარჯვება “ბოსტონთან”

უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის, ნახევარფინალური სტადიის მეხუთე მატჩი “ბოსტონსა” და “მილუოკის” შორის. სერიაში ანგარიში 2:2 გახლდათ და “სელტიქსი” საკუთარ TD GARDEN-ში მასპინძლობდა “ბაქსს”.

null

მატჩის პირველ მეოთხედი იანის ანტეტენკუმპოს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე სტუმრებმა 28:26 მოიგეს. როგორც კი ბერძენმა დასასვენებლად სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, “ბოსტონი” მაშინვე გაიქცა წინ ანგარიშში – ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა საშუალო და შორი დისტანციებიდან “ამოავსეს” მეტოქის კალათი ზუსტი სროლებით და დიდ შესვენებაზე მასპინძლები 7 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ 54-47.

მეორე ტაიმში “სელტიქსის” უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წუთით ადრე თითქოს მატჩში ინტრიგა გაქრა 93-79.

მოედანზე დაბრუნებულმა იანისმა ზედიზედ 6 ქულა აიღო და საკუთარი თანაგუნდელები “გამოაცოცხლა”. ერთ მომენტში, საჰაერო ბურთისთვის ბრძოლისას ბერძენს საკუთარი თანაგუნდელისგან სახეში იდაყვი მოხვდა და წარბი გაუსკდა. დასისხლიანებულმა ანტეტენკუმპომ მაინც გააგრძელა თამაში და შეტევა ქულების გარეშე მაინც არ დაასრულა.

null

საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე 106:107-ზე იანისს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცა, თუმცა მისი ნასროლი საჯარიმო მიზანს აცდა – შეტევაში იყოჩღა ბობი პორტისმა, რომელმაც მოხსნა ბურთი და იქვე კალათში ჩააბრუნა – “მილუოკი” უკვე იგებდა ამ შეხვედრას 108:107.

საპასუხო შეტევისას, წლის საუკეთესო დამცველი მარკუს სმარტი დაუსხლტა პატ კონაუტონს და 3 წამიან ზონაში შევარდა, თუმცა ჯრუ ჰოლიდეიმ ზურგიდან დააბლოკშოტა მეტოქე და “ბაქსს” ბურთი მოუპოვა.

ტაქტიკური კუთხით აღებული ჯარიმის შემდეგ სტუმართა უპირატესობა 3 ქულამდე გაიზარდა 110:107. “ბოსტონს” ზუსტი სამქულიანით შეეძლო მატჩის გადარჩენა, თუმცა ჰოლიდეიმ ამჯერად ხელიდან წაართვა ბურთი სმარტს და საფინალო სირენის ხმაც გაისმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “მილუოკის” ფორვარდი იანის ანტეტენკუმპო გახდა. ბერძენმა შეხვედრა 40 ქულით, 11 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა ჯრუ ჰოლიდეის 24 ქულა+8 მოხსნა+8 პასი.

“ბოსტონის” რიგებიდან 34 ქულა ქონდა ჯეისონ ტეიტუმს, 26 ჯეილინ ბრაუნს, თუმცა მხოლოდ ამ ორი კალათბურთელის კარგმა ასპარეზობამ ვერ უშველა “სელტიქსს”.

საპლეიოფო სერიაში ანგარიში 3:2 გახდა “მილუოკის” სასარგებლოდ.

მომდევნო მატჩი უკვე “ბაქსის” საშინაო არენაზე გაიმართება და თუ მასპინძლები მოიგებენ იმ შეხვედრასაც, მაშინ კონფერენციის ფინალში გავლენ.