“მინდა ერთ საღამოს ორჯერ ვიბრძოლო – კონორს დავანოკაუტებ, ნეიტს დავახრჩობ” – ოლივეირა

14:52 / 11 მაი 2022
“მინდა ერთ საღამოს ორჯერ ვიბრძოლო – კონორს დავანოკაუტებ, ნეიტს დავახრჩობ” – ოლივეირა

ხაბიბის წასვლის შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ მსუბუქ წონაში დომინაციის დრო მორჩა – თუმცა გამოჩნდა ჩარლზ ოლივეირა, ახლა ბრაზილიელი აზანზარებს დივიზიონს.

ოლივეირა ვერც წონის ვერჩაბარებამ და ვერც ქამრის ჩამორთმევამ შეაჩერა – გასულ უიქენდზე მან გეიჯი პირველივე რაუნდში დაახრჩო. ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში კი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. კონორმა შეუთვალა რომ დაფიქრდებოდა ამ წინადადებაზე. ოლივეირას შთამბეჭდავ გამარჯვებას ნეიტ დიაზიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ შედეგის გაუმჯობესების მიზნით ოლივეირას დაამარცხებდა. ბრაზილიელმა კი ორივე მათგანთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა:

“უბრალოდ რეკორდისთვის… მე მიყვარს რეკორდების დამყარება და მინდა კიდევ ერთი დავამყარო – ერთ საღამოს ორი ბრძოლა. კონორს დავანოკაუტებ და დიაზს მტკივნეულით დავამარცხებ. რას ფიქრობ დენა?”

ოლივეირას ხმამაღალი განცხადება კონორმა უპასუხოდ არ დატოვა:

“მოკეტე მაწანწალავ და უკან დაბრუნდი ფაველაში”