მოატყუა, დაარტყა, გაიტანა – ყაზაიშვილმა ულსანს ქულა გადაურჩინა (ვიდეო)

17:31 / 2 აგვ 2022
მოატყუა, დაარტყა, გაიტანა – ყაზაიშვილმა ულსანს ქულა გადაურჩინა (ვიდეო)

კორეის ჩემპიონატის 26-ე ტურში, ულსან ჰიუნდაი, რომლის ღირსებსაც ვაკო ყაზაიშვილი იცავს, სეულს დაუხვდა და მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძლები მარცხდებოდნენ, როცა 56-ე წუთზე ქართველმა შემტევმა მშვენიერი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ვაკო ამ სეზონში ულსანის მაისურით 31 მატჩში გატანილი 7 გოლით იწონებს თავს.