“მოგების შემდეგ, UFC-მ გარეთ გამოგვყარა… ფეხსაცმლის გარეშე” – ჯონ კავანა

23:27 / 11 სექ 2022
“მოგების შემდეგ, UFC-მ გარეთ გამოგვყარა… ფეხსაცმლის გარეშე” – ჯონ კავანა

გუშინ გამართულ UFC 279-ის მეინ ქარდზე, ჯონი ვოლკერი იონ კუტელაბას დაუპირისპირდა და პირველ რაუნდში დააფინიშა. ვოლკერის მწვრთნელი ცნობილი ირლანდიელი სპეციალისტი, ჯონ კავანაა, რომელიც კონორ მაკგრეგორს უკვე წლების მანძილზეა წვრთნის. კავანა თვითერზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც UFC-ს აკრიტიკებს:

“ბრძოლის შემდეგ, UFC-ს წარმომადგენლები ჩვენთან მოვიდნენ და გამოგყვარეს. ჩვენთვის არც ბილეთები იყო და არც კულისებში დაგვტოვეს. უკანა კარიდან გამოგვყარეს, ფეხსაცმლის ჩაცმის საშუალებაც კი არ მოგვცეს”

მომხდარზე კომენტარი UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა, ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

“მსგავსი რამ, კოვიდის დროს ხდებოდა, როცა მებრძოლებს დაუყოვნებლივ ატოვებინებდნენ არენას. არ ვიცი ეს რატომ ან როგორ მოხდა. დარწმუნებით გეტყვით, ჩვენ ჯონი ვოლკერი არ გაგვიგდია, მითუმეტეს მსგავსად, ფეხსაცმლის გარეშე…”