მოიყვანეთ ეს კაცი…

14:38 / 14 იან 2022
მოიყვანეთ ეს კაცი…

მანჩესტერელთა შეფებმა თავის დროზე მწვრთნელად ანტონიო კონტეს აყვანა არ ისურვეს. მათ ჯერ კიდევ ოლე გუნარ სულშერის ეიმედებოდათ. არადა, კონტეს ხელმძღვანელობით იუვენტუსი, ჩელსი და ინტერი ხუთჯერ გახდნენ სერია A-ს და პრემიერლიგის ჩემპიონები.

ნოემბერში ანტონიო კონტე ტოტენჰემს ჩაუდგა სათავეში. ბედის ირონიით, ამ ამბიდან სამ კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედმა” სულშერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

Pol Skoulz: "Jamoa tartibsizliklar ichida qoldi" » Soccer.Uz

მანჩესტერელმა ვეტერანმა პოლ სქოულზმა კი თქვა: „ზოგი ამბობს, რომ ის ჩვენი შესაფერისი მწვრთნელი არ არის, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ ათამაშებს ტოტენჰემს, გუნდს, რომელიც შემადგენლობით მანჩესტერთან ახლოსაც ვერ მოვა. ვფიქრობ, ტოტენფემი სერიოზულად იბრძოლებს ოთხეულში შესვლისთვის. მანცესტერმა კონტეს მწვრთნელად დანიშვნის ჩინებული მომენტი გაუშვა ხელიდან, თუმცა ვინ იცის, იქნებ მისი ოლდ ტრეფორდზე გადმოყვანა ჯერ კიდევ შეიძლება.

დარწმუნებული ვარ, კონტე მანჩესტერ იუნაიტედისგან კარგ გუნდს გააკეთებდა, მაგრამ საკითხს მეორე მხრიდანაც შეიძლება შევხედოთ: თავად მოუნდება აქ გადმოსვლა? დღეს ოლდ ტრეფორდზე დიდი არეულობაა, რომელშიც ჩართულია მთელი სტაფი, გუნდი და მწვრთნელი. ასეთ შხამიან გარემოსთან ადამიანს საქმის დაჭერა შეიძლება არც მოუნდეს”.

Pressing problems a real headache for Ralf Rangnick at Manchester United | Ralf  Rangnick | The Guardian

რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო, მაგრამ უხარისხო ფეხბურთს თამაშობს.

სქოულზი: „ჩვენ მწვრთნელად მოვიყვანეთ კაცი, რომელსაც ევროპაში იცნობენ. მას აქებენ, განსაკუთრებით იურგენ კლოპი და თომას ტუხელი, მაგრამ რანგნიკს როგორც მწვრთნელს დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. მისი საუკეთესო შედეგი რომელიღაც გუნდის გერმანიის ბუნდესლიგაში აღზევება და „შალკესთან” თითო ოროლა წარმატებაა. და ის უცებ მსოფლიოს უდიდესი კლუბის თავკაცად დანიშნეს. ეს იმდენად გაუგებარი ნაბიჯი იყო, რომ ჯერაც თავბრუ მეხვევა“, – თქვა პოლ სქოულზმა.