მონტი უილიამსი წლის საუკეთესო მწვრთნელია

“ფინიქსის” მთავარი მწვრთნელი – მონტი უილიამსი NBA-ს 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა – ინფორმაციას ავრცელებს The Athletic-ის ინსაიდერი შემს ჩარანია.
50 წლის სპეციალისტმა “სანზს” რეგულარული სეზონი მოაგებინა ბალანსით 64-18. “ფინიქსი” პლეიოფში პირველ ნომრად განითესა და ყველა ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.
პლეიოფის პირველ რაუნდში “სანზმა” 4-2 მოუგო “ნიუ ორლეან პელიკანზს”, დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში კი 3:2 უგებს “დალასს”.
“ფინიქსის” ფრენჩაიზ ისტორიაში მონტი გახდა მესამე მწვრთნელი, რომელმაც ეს პრიზი მოიგო. უილიამსის კარიერაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
NBA-ს 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელობის პრეტენდენტებად ასევე განიხილებდნენ ტეილორ ჯენკინსი (“მემფისი”) და ერიკ სპოელსტრა (“მაიამი”).
მონტის გუნდმა სურპრიზი მოუწყო – დილის ვარჯიშის დროს, წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი მას ოჯახის წევრებმა შემოუტანეს