მორის ყვითელაშვილმა ბერგამოში ბრინჯაო მოიპოვა

22:53 / 12 სექ 2021
მორის ყვითელაშვილმა ბერგამოში ბრინჯაო მოიპოვა

იტალიის  ქალაქ  ბერგამოში გაიმართა  ჩელენჯერის  სერიის  საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც ვაჟთა ერთეულთა თანრიგში ახალ სეზონში პირველად  იასპარეზა  ქართველმა მოციგურავე მორის ყითელაშვილმა. მორისმა ამ ტურნირზე პირველად  წარმოადგინა  თავისი  ახალი პროგრამები და 17  ქვეყნის 23 მონაწილეს  შორის  ბრინჯაოს  მედალი დაიმსახურა.

ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 3 ოთხმაგი ნახტომი  შეასრულა და ტურნირის  ამ ნაწილში მეორე  პოზიციაზე  აღმოჩნდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში  236,18 ქულით  მესამე  ადგილზე აღმოჩნდა.