მოსამზადებელი ეტაპი პარიზის ცენტრალზე

17:50 / 13 მაი 2022
მოსამზადებელი ეტაპი პარიზის ცენტრალზე

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრები ორშაბათს გამთენიისას საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის ალაფის წინ, პირველ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს.

პარიზის ცენტრალის მე-16 გათამაშება 18-19 მაისს უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართება. მასში ტრადიციულად ძლიერი გუნდები მიიიღებენ მონაწილეობას. წლეულს მონაწილეთა შორის არიან სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის და გერმანიის ნაკრებები, ასევე ფიჯის, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და რამდენიმე ფრანგული კლუბის გუნდები.

ჩვენი მეტოქეების ვინაობა კი, მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველოს ნაკრები

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ლიკა პერტაია (დარჩელი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი), ანა ხაბულიანი (ლოკომოტივი), ლიკა ხუფენია (ზუგიდი).