მსოფლიო კალათბურთმა ლეგენდარული მოთამაშე დაკარგა

მსოფლიო კალათბურთმა ლეგენდარული მოთამაშე დაკარგა

ბილ რასელი – საკალათბურთო ლეგენდაა. ლეგენდა სპორტის და მთლიანად ამერიკული საზოგადოების. ყველა დროის ერთერთი საუკეთესო საკალათბურთო ცენტრი 31 ივლისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში.

მას არასოდეს არ უყვარდა ხმაური და ზედმეტი ყურადღება მის გარშემო, არადა თუ ვინმეზე ითქმის უნიკალური კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანის გამოჩენამდე უნიკალური ბილ რასელი იყო. “ბოსტონ სელტიქსის” 6 ნომრიანი მაისურით რასელმა 11-ჯერ მოიგო NBA-ს ჩემპიონობა და ამით დიდ საკალთბურთო მემკვიდრეობას დაუდო სათავე.

უილიამ რასელი 1934 წელს დაიბადა და ბავშვობის წლებში თავისი სიმაღლით დიდად არ გამოირჩეოდა თანატოლებისგან. რასელების ოჯახი მოგვიანებით საცხოვრებლად ა.შ.შ-ს დასავლეთ სანაპიროზე გადავიდა და ბილის “აღზევებაც” სწორედ აქ იწყება. იგი ყოველწლიურად უფროდაუფრო იზრდებოდა სიმაღლეში, ეს ნიუანსი კი სან-ფრანცისკოს კოლეჯში არ გამორჩენიათ, სადაც ახალგაზრდა კალათბურთელი სათამაშოდ მიიწვიეს და სტიპენდიაც დაუნიშნეს.

ჩემს თაობაში მე ნოვატორული თვისებებით გამოვირჩეოდი. პირველმა შემოვიღე მეტოქეთა დაბლოკშოტება ნახტომში. როდესაც ვარჯიშზე მაღლა ავხტი და ასე დავაფარე ჩემს თანაგუნდელს, მწვრთნელმა თამაში გააჩერა, მოვიდა და მისაყვედურა, რომ ეს თანაგუნდელის მიმართ უპატივცემულობა იყო და მირჩია მეორედ ასე აღარ მოვქცეულიყავი” – იხსენებდა ბილ რასელი.

null

რათქმაუნდა რასელმა თავის მწვრთნელს არ მოუსმინა და გააგრძელა თავის სტილზე თამაში და ამან გაამართლა. ბილის დომინანტურმა ასპარეზობამ მის სტუდენტურ გუნდს 55 გამარჯვება მოუტანა, 1957 წელს კი რასელმა ოლიმპიადა მოიგო ა.შ.შ-ს ნაკრების რიგებში.

იმ პერიოდში რასელი ჯერკიდევ ოცნებობდა NBA-ში მოხვედრაზე, სადაც შავკანიანებისთვის ყველაფერი გართულებული იყო.

ა.შ.შ-ში ისევ მეფობდა რასიზმი და NBA-ს ბევრი გუნდი უბრალოდ უარს იძახდა საკუთარ შემადგენლობაში შავკანიანი მოთამაშეების აყვანაზე. კალათბურთს ვინ ჩივის, ზოგიერთ სასტუმროში მუქკანიანებს საერთოდ არ უშვებდნენ, არ ქონდათ ელიტარულ რესტორნებში სადილობის უფლება…

ბილ რასელი მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ეთანხმებოდა და გადაწყვიტა თავისი კალათბურთით დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ შავკანიანების ადგილი ნამდვილად არის NBA-ში და ელიტარულ საზოგადოებაში.

null

1956 წლის NBA-ს დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება “სენტ ლუისს” ქონდა, თუმცა ეს გუნდი რასისტების იყო, რომლებიც საკუთარ შემადგენლობაში შავკანიანებს არ ათამაშებდნენ. მათ რათქმაუნდა არჩევანი თეთრკანიან კალათბურთელზე გააკეთეს და ბილ რასელი მეორე პიკად “ბოსტონს” დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ საკალათბურთო მოედანზე რასელი სასწაულებს ახდენდა, “სელტიქსის” გულშემატკივრებს დიდი დრო დასჭირდათ, რათა “თავისიანად მიეღოთ” ბილი.

რასელი ძალიან ხშირად უარს ამბობდა მატჩის შემდეგ კომენტარების გაკეთებაზე, არ დადიოდა პრესკონფერენციებზე და არ იძლეოდა ავტოგრაფებს. “ბოსტონის” ფანების უმეტესობა თვლიდა, რომ მათ კალათბურთელს “ვარსკვლავური სენი” შეეყარა და უბრალოდ ეზიზღებოდათ იგი.

რასელი ყოველწლიურად იღებდა ათასობით მუქარის შემცველ წერილს, მას აგინებდნენ საკალათბურთო არენებზე, პრესაში რეგულარულად ხდებოდა მისი დამცირება. ერთხელ მის სახლში გაბრაზებული ფანები შეიპარნენ, კედლებზე რასისტული ფრაზები დაუწერეს, ხოლო ბილის საწოლში კი მოისაქმეს…. და ეს ყველაფერი ხდებოდა ბოსტონში.

null

ცოტა გასაკვირია, მაგრამ რასელი თავის კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებად 1956 წელს მოგებულ ოლიმპიურ ოქროს თვლიდა. ლეგენდარულ ცენტრს ძალიან უყვარდა მოყვარულთა წინააღმდეგ ასპარეზობა და ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ ძალიან გული წყდებოდა, რადგან NBA-ში ასპარებოზა არ აძლევდა საშუალებას, რომ ნაკრებში ეთამაშა (ლიგის მოთამაშეები პროფესიონალებად მიიჩნეოდნენ და უფლება არ ქონდათ მოყვარულებთან თამაშის – ოლიმპიადაზე მოყვარულები მიემგზავრებოდნენ).

რასელის სტიქია მხოლოდ გამარჯვება გახლდათ – ბილი იგებდა ყველა ტურნირს სადაც კი თამაშობდა. NBA-ს 11 საჩემპიონო ტიტულიდან ყველაზე რთული ბოლო ორი იყო, როდესაც რასელი მოთამაშე მწვრთნელის სტატუსით იყო.

null

იმ პერიოდში ლიგაში არცერთი შავკანიანი მწვრთნელი არ იყო და “ბოსტონ სელტიქსმა” გადაწყვიტა ეს რასისტული ტრადიცია დაერღვია – მთავარ მწვრთნელად ბილი წარადგინა, რადგან ვერავინ გაბედავდა მისი რეპუტაციის მქონე კაცზე უარის თქმას.

2017 წელს, NBA-ში დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, სადაც ყველა დროის საუკეთესო ცოცხალ ცენტრებს უხმეს სცენაზე – ქარიმ აბდულ-ჯაბარს, დავიდ რობინსონს, დიკემბე მუტომბუს, შაკილ ონილს, ალონზო მურნინგს და ბილ რასელს.

ბილი ოდნავ გვერდით დადგა, გახედა კოლეგებს და თავისთვის ჩაილაპარაკა – “ჩემ დროში რომ ეთამაშათ, სუყველას სახეს ავახევდი მოედანზე”.

null

ბილ რასელი – იყო გზამკვლევი და მისაბაძი მაგალითი როგორც კალათბურთელი, როგორც მწვრთნელი, როგორც ჩემპიონი. მან გაუხსნა გზა შავკანიან მოთამაშეებს ლიგაში, რომლებიც მის შემდეგ მოვიდნენ NBA-ში, მათ შორის მეც.მსოფლიომ ლეგენდარული ადამიანი დაკარგა. ვუთანაგრძობთ მის ოჯახს” – განაცხადა მაიკლ ჯორდანმა.

2009 წლიდან მოყოლებული NBA-ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ბილ რასელის სახელობისაა.

“ბოსტონის” ლეგენდარული ცენტრი კალათბურთის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს – 1975 წელს როგორც კალათბურთელი, 2021 წელს კი როგორც მწვრთნელი.

სამწუხაროდ დღეიდან ბილ რასელი ჩვენთან ერთად აღარ იქნება, თუმცა მას იმდენი აქვს გაკეთებული მსოფლიოსთვის, რომ მისი დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია.