მტკივნეული მარცხი 664-ე ჩოგანთან

მტკივნეული მარცხი 664-ე ჩოგანთან

საქართველოს პირველი ჩოგანი ეკა გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა. საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალურ ეტაპზე ეკომ უშანსოდ – 2:6 1:6 წააგო მსოფლიო რეიტინგის 664 ჩოგან კიმბერლი ბირელისთან.

შეხვედრის სტარტზე ავსტრალიელმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და ზედიზედ 4 გეიმი მოიგო. ეკამ გაიბრძოლა, საკუთარ ჩაწოდებებზე 2 გეიმის მოგება შეძლო, თუმცა სეტი მაინც წააგო 2:6.

მეორე პარტიაც დაახლოვებით ანალოგიური სცენარით გათამაშდა – კიმბერლიმ ისევ საწყისი 4 გეიმი მოიგო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. გორგოძემ მატჩის ბოლოს პრესტიჟის გეიმის მოგებაღა შეძლო.

null

შეხვედრა 64 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ქართველის ანგარიშზე 1 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა იყო. ეკო ვერცერთხელ ვერ მივიდა ბრეიკპოინტამდეც კი. თავისმხრივ ბირელიმ 2 ეისის წილ ამდენივე ორმაგი დაუშვა და 12 ბრეიკპოინტიდან 7-ის რეალიზება შეძლო.

გორგოძე განსაკუთრებით სუსტად მეორე ჩაწოდებაზე გამოიყურებოდა – საკუთრი, 16 ჩაწოდებული ბურთიდან მხოლოდ 3 მოიგო და მატჩი 19 უნებლიე შეცდომით დაასრულა (ქონდა ასევე 11 ვინერსი).

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა 1 საათსა და 4 წუთში 24 ვინერსის შესრულება შეძლო და 15 უხეში შეცდომაც დაუშვა.
ბირელი კვალიფიკაციის ფინალშია, სადაც იგი ბრიტანელ ჰარიეტ დარტს შეხვდება.

null

ეკო გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგის ძირითად ბადეში მაინც იასპარეზებს, ოღონდ წყვილთა თანრიგში, რომლის კენჭისყრაც მოგვიანებით გაიმართება.