მუხიანიდან მიუნხენში – 17 წლის ქართველი ფეხბურთელის ამბავი

მუხიანიდან მიუნხენში – 17 წლის ქართველი ფეხბურთელის ამბავი
ნიკა ნოზაძე
მიუნხენის ბაიერნი

როგორ გაიგეს ბაიერნში 17 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ?
17 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნოზაძემ კარიერა შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში გააგრძელოს. თუ რა და როგორ მოხდა, ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა გვიამბო.

“ბაიერნმა მსოფლიო U19 გუნდი შექმნა და მოთამაშეების მისაწვევად კონკურსი გამოაცხადა. როგორც კი ამის შესახებ გავიგე, ჩემი მონაცემები და თამაშის ვიდეოები გავაგზავნე. მეორე დღეს მიუნხენიდან მომწერეს, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდათ. ცხადია შევხვდი და გუნდში გაწევრიანება მომილოცეს, ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და საკმაოდ სასიხარულო იყო. 28 ივნისიდან 10 ივლისამდე მექსიკაში გავივლით შეკრებას, შემდეგ კი მიუნხენში წავალთ” – გვითხრა ნიკამ.

ნიკა ნოზაძემ ფეხბურთის თამაში ნორჩი დინამოში დაიწყო, გარკვეული პერიოდი გაგრაში დაჰყო, ბოლოს კი საფეხბურთო კლუბ მუხიანის რიგებში გამოდიოდა. იგი ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია.