ნადალის წარუმატებელი დაბრუნება

ნადალის წარუმატებელი დაბრუნება

უიმბლდონის 1/4 ფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ რაფაელ ნადალმა იძულებითი პაუზა აიღო…

ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი დღესღა დაბრუნდა კორტზე, თუმცა პირველივე მატჩი წააგო.

ცინცინატის მასტერსის მეორე რაუნდში რაფა 6:7 6:4 3:6 დამარცხდა ბორნა ჩორიჩთან.

null

პირველმა სეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. 12 გეიმის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკპოინტი დაფიქსირდა, რომლის რეალიზება ბორნამ ვერ შეძლო. სამაგიეროდ ხორვატმა თავისი შანსი ტაიბრეიკზე გამოიყენა, სადაც 11:9 იმარჯვა და ანგარიშში დაწინაურდა.

მეორე სეტიც დაახლოებით ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა მეშვიდე გეიმში ესპანელმა თავისი პირველივე ბრეიკპოინტი გამოიყენა და შეხვედრის პირველი ბრეიკიც შედგა. რაფამ უპრობლემოდ შეინარჩუნა 2 გეიმიანი უპირატესობა და პარტიებს შორის ანგარიში გათანაბრდა 1-1 (6:7 6:4).

მესამე, გადამწყვეტ სეტში ნადალს დაეტყო, რომ უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში მწირი საჩგბურთო პრაქტიკა ქონდა – ჩორიჩმა სწორედ ამით ისარგებლა – მეექვსე გეიმში შესრულებული ბრეიკი გადამწყვეტი გამოდგა. ბორნამ მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე და მესამე რაუნდში კიდევ ერთ ესპანელს – რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება.

ჩორიჩი – ნადალის ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 3:2 გახდა ხორვატის სასარგებლოდ.

ბორნა მესამე ჩოგბურთელია, რომელსაც ნადალთან 5 ან მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ურთიერთშეხვედრებში იგებს (ნოვაკ ჯოკოვიჩი 30-29, ნიკოლაი დავიდენკო 6-5).

ნადალთან ურთიერშეხვედრებში დადებითი ბალანსი ჯამში მხოლოდ 11 ჩოგბურთელს აქვს, აქედან 5 მათგანს ესპანელი ერთხელ შეხვდა.