ნათელა ძალამიძე:”რუსი სპორტსმენები ტყუილად ისჯებიან”

ნათელა ძალამიძე:”რუსი სპორტსმენები ტყუილად ისჯებიან”

WTA-ს წყვილთა თანრიგის 44-ე ჩოგანმა ნათელა ძალამიძემ რამდენიმე დღის წინ მოქალაქეობა შეიცვალა – დატოვა რუსეთი და ამიერიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს. ამასთან დაკავშირებით ჩოგბურთელმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.

“მე რათქმაუნდა სასტიკი წინააღმდეგი ვარ იმის რაც ხდება უკრაინაში. აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობა და XXI საუკუნეში ომით არ უნდა წყდებოდეს საქმე, არამედ დიპლომატიით.

რუსეთის მოქალაქეობა იმიტომ დავთმე, რომ მინდა ჩემი საჩოგბურთო კარიერა განვითარდეს. საქართველოში უფრო მეტი პერსპექტივა მექნება, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვითამაშო ოლიმპიადაზე. რათქმაუნდა ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა მე ასე გადავწყვიტე.

ამ თემასთან დაკავშირებით WTA-ს თხოვნა ჯერკიდევ მარტის დასაწყისში გავიუგზავნე – იქამდე, სანამ უიმბლდონი გარიცხავდა რუს ჩოგბურთელებს. ძალიანდ დიდი სურვილი მაქვს ვითამაშო ოლიმპიადაზე და თუ უიმბლდონზეც მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. სწორედ ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რომ მოქალაქეობის ცვლილება უიმბლდონამდე მომხდარიყო.

ეს უკანასკნელი წელია, როდესაც შემიძ₾ია საქართველოს სახელით დავიწყო თამაში და შემდეგ ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვო. ამ მომენტისთვის რუსეთს ძალიან ძლიერი ოლიმპიური გუნდი ყავს და დიდი ალბათობით მე იქ ვერ მოვხვდებოდი.

რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციიდან მე ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია. ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, მათ სულ ბოლოს გაიგეს ამის შესახებ. უკვე 29 წლის ვარ, ჩემი საჩოგბურთო პერსპექტივისთვის საქართველოში თამაში უკეთესია.”

null

ძალამიძე ასევე გამოეხმაურა რუსი ჩოგბურთელების მოკვეთას უიმბლდონიდან და განაცხადა რომ ეს დიდი უსამართლობაა.

“რუსული პოლიტიკური აგრესიის გამო სპორტსმენები ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით. სპორტი და პოლიტიკა ერთად არ უნდა იყოს.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმ ფაქტით, რომ რუს სპორტსმენებს უარი უთხრეს უიმბლდონზე თამაშზე. ჩოგბურთი და ჭადრაკი რომ არ ჩავთვალოთ, თითქმის ყველა სპორტის სახეობაში საერთოდ აღარ ეძლევათ რუსებს ასპარეზობის საშუალება. ვთვლის, რომ ეს დიდი უსამართლობაა. სპორტსმენებს არაფერი დაუშავებიათ.

ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა უკრაინელებთან, ძალიან განვიცდი მათ მდგომარეობას, თუმცა ჩვენი, სპორტსმენების არაფერი ბრალია იმაში, რაც ხდება დღეს უკრაინაში”.