ნათელა ძალამიძე უიმბლდონზე საქართველოს სახელით იასპარეზებს

ნათელა ძალამიძე უიმბლდონზე საქართველოს სახელით იასპარეზებს

WTA-ს წყვილთა თანრიგის ტურნირების ორგზის გამარჯვებული ნათელა ძალამიძე ამიერიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს. 29 წლის ჩოგბურთელი მთელი თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში რუსეთის სახელით თამაშობდა(დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში), თუმცა ახლა გადაწყვიტა, რომ თავის ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდეს.

მოახლოვებულ უიმბლდონის ტურნირზე ძალამიძე ქალთა წყვილთა თანრიგში უკვე საქართველოს დროშით იასპარეზებს, მისი მეწყვილე კი სერბი ალექსანდრა კრუნიჩი იქნება.

null

ამ მომენტისათვის ნათელა WTA-ს წყვილთა თანრიგის რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს და მისი საქართველოს დროშის ქვეშ გადმოსვლა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ნაკრებს.

ლონდონში გასამართ უიმბლდონის ტურნირზე ქალთა წყვილთა თანრიგში 3 წარმომადგენელი გვეყოლება – ნათელა ძალამიძე (N 44), ეკა გორგოძე (N 55) და ოქსანა კალაშნიკოვა (N 82).

null

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით აეკრძალა ტურნირებში მონაწილეობა რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის. თუ ძალამიძე გააგრძელებდა რუსეთის სახელით თამაშს, მაშინ მას მოუწევდა უიმბლდონის გამოტოვება, საქართველოს სახელით კი ნათელას აღარანაირი პრობლემა არ ექნება.