ნაკრებმა მოიგო! – რეკორდი!

ნაკრებმა მოიგო! – რეკორდი!

ერთა ლიგის C ჯგუფის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ეწვია.

ჩვენი გუნდისთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო – თუ მოიგებდა, C კატეგორიაში საუკეთესო პირველადგილოსანი გახდებოდა, რითაც, ნახევარფინალში, საშინაო კედლებსა და, გამარჯვებულთა შორის, ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე ნაკრებს მიიღებდა.

ვილი სანიოლის გუნდმა ეს მშვენივრად გაიაზრა და მატჩის სადავეები თავიდანვე ხელთ იგდო. ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში: ლორია, აზაროვი, მექვაბიშვილი და ლობჟანიძე ვიხილეთ.

პირველი გოლი მე-19 წუთზე გავიდა. ასეთები ნანახი გვაქვს – კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა, მცველს თამაშის წესის დარღვევა აიძულა და პენალტი მოიპოვა. ხვიჩამ ის თავად შეასრულა და მატჩში ჩვენი ნაკრები დააწინაურა.

საქართველო ბევრს უტევდა, გიბრალტარი კი თავს სრული შემადგენლობით იცავდა. მეორე გოლი, მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა.

მანამდე კი, პირველი ტაიმის შემდეგ, მუხლის ტრავმის გამო, სანიოლიმ ლორია შეცვალა.

48-ე წუთზე, აქტიურობის შემდეგ, მექვაბიშვილმა ბურთი წიტაიშვილს გადააწოდა, რომელმაც რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და ჩვენი უპირატესობა ორამდე გაზარდა.

გიბრალტარის გოლზე არაფერი მიანიშნებდა, თუმცა ასეთი ტიპის გუნდებისთვის სტანდარტი შანსია და 75-ე წუთზე ის გამოიყენეს კიდეც – ჯარიმის შემდეგ, შორეული კუთხე ანესლეიმ ჩაკეტა და გიბრალტარელები მატჩში დატოვა.

ჩვენ მომენტები კიდევ გვქონდა, თუმცა ყურადღება მოწინააღმდეგეზე გავამახვილოთ. ტაიმის ბოლოს, 94 წუთზე, საჯარიმოს მისადგომებიდან ვოკერმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა პოზიცია ისე კარგად შეარჩია, ბურთი არა თუ მოიგერია, არამედ ხელში დაიჭირა.

საბოლოოდ, გიბრალტარი 1:2 საქართველო

* ეს საქართველოს ნაკრებისთვის რეკორდული დაუმარცხებელი სერიაა – მიყოლებით 11 მატჩი! აქედან, ჩვენებმა 9 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და სულ 4 გოლი მიიღეს!

* კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის ეს ნაკრებში მეასე მატჩი იყო!