„ნაპოლის ქართველი მარადონა,“ – The Athletic კვარაზე წერს

„ნაპოლის ქართველი მარადონა,“ – The Athletic კვარაზე წერს

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, The Athletic-მა [მფლობელი “ნიუ იორკ თაიმსი”] ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი წერილი მოამზადა. რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ

„არ დაგავიწყდეთ, ქართველებს რამხელა ოსტატობა გააჩნიათ,“ – უთხრა იური სიმინმა ნეაპოლურ Il Mattino-ს – „როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა, მათ საბჭოთა ბრაზილიელებს ეძახდნენ.“ რუსული სამწვრთნელო სკოლის გამოცდილი წევრი „ეროვნული ლიგას“ ყოველთვის ყურადღებით აკვირდება. დაახლოებით ორი წლის წინ, მან „რუსთავში“ მოთამაშე კვარაცხელია, ქალაქი რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოსაა, მოსკოვის ლოკომოტივში წაიყვანა. მისი გვარი, სავარაუდოდ, ქართულად ჟღერს, როგორც „ნახკვერჩხალი“, ნახშირი, რომელიც იწვის და ყველას ვინც უყურებს, ტკბება და ხვდება, რომ ვერ შეეხება.

მხურვალე ნახვერჩხალს ხელის დაწვა შეუძლია – ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში ცეცხლი დაანთო.

მონაცემთა მთვლელები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ბუნდოვანი ლიგებიდან სტატისტიკას გვთავაზობენ, სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რომ მათი დრიბლინგის მთვლელი მეტრიკა დაირღვა, რადგან ბავშვი თბილისიდან [რედ: რუსთავში თამაშის პერიოდი იგულისხმება] თამაშში 10-ზე მეტ დრიბლინგს ახორციელებდა. ქართულ-ბრაზილური ტრადიციებით, როგორიც თბილისის დინამოში იყო [ხვიჩას მშობლიური კლუბი], მისი სახელი გამოითქმის როგორც – „კვარინჩა“.

“კვარაცხელიას 15 წლის ასაკიდან მივყვები, თუმცა ჩემს გაოცებას ახლაც არ წყვეტს,“ – სიომინი.

მისი პროტეჟე ახლა სერია ა-ში თამაშობს. იტალიაში, სეზონი სულ 2 კვირაა დაიწყო,  მაგრამ კვარაცხელიაზე უკვე აღმატებით (The) ხარისხში საუბრობენ. ორ მატჩში 3 გოლი – თავით, მარჯვენათი, მარცხენათი – ნაპოლის ისტორიაში ყველაზე ძლიერ დებიუტანტად ხდის. მან თამაშიდან [სტანდარტების გარეშე] უკვე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ლორენცო ინსინიემ გასულ წელს [11 გოლი; აქედან პენალტიდან – 9].

ალბათ, სიომინი ელოდა, ასეთი შედეგიანობიდან გამომდინარე, კვარაცხელიას „კვარეკას“ დაუძახებდნენ. ეს ბრაზილიური კომპონენტი, ლეგენდარული Ma-Gi-Ca-ს აკრონიმი, რომელიც 1980-ანი წლებიდან, ნაპოლის მაგიურ სამეულზე: დიეგო მარადონა, ბრუნო ჯიორდანოსა და კარეკაზე მიგვითითებს. შესაძლოა, უფრო ახალგაზრდა თაობისთვის ის „კვანი“ იყოს. კავანის 7 ნომრიანი მაისურის ტარება ხვიჩას სურდა, რადგან მისი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. ეს ნომერი გუნდში ელმასმა დაიკავა, კვარაცხელია კი 77-ს დასჯერდა.

ნეაპოლმა სანახევროდ არაფერი იცის. ეს ქალაქია, სადაც მოცარელას პირდაპირ მიირთმევენ. კვარადონაც მაშინვე შეერქვა, როგორც კი ლურჯი ფერი მოირგო. შესაძლოა, იმიტომ რომ Live is Life მისვლისთანავე შეასრულა, რომელიც ლეგენდარულ მარადონას უკავშირდება, რომელიც უეფას თასის ნახევარფინალში, 1989 წელს, ბაიერნთან შეხვედრისთვის ემზადება. შესაძლოა იმიტომაც, რომ ნეპოლელები მისი გვარის გამოთქმის სირთულისგან იხსნა.

„ვიცი, მარადონა ნეაპოლისთვის ყველაფერს ნიშნავს. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ორივე გვარს ერთ წინადადებაში მოიხსენიებენ. მარადონას ვერ მივუახლოვდები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბისთვის დიდი ფეხბურთელი ვიყო. ეს მეტსახელი ნამდვილად მომწონს“

„მასზე კიდევ დიდი ზეწოლაა,“ – თქვა ლუჩანო სპალეტიმ, მონცასთან მოგებული (4:0) შეხვედრის შემდეგ, სადაც კვარაცხელიამ ორჯერ გაიტანა. „თამაშის განამვლობაში ის დაძაბული იყო. როდესაც ის მოეშვება და თავისუფლად ითამაშებს, რეალურად რას წარმოადგენს მაშინ ნახავთ. რასაც აკეთებს, სავსებით საკმარისია, თუმცა მეტი შეუძლია.“ სპალეტი ამავეს მოჰამედ სალაჰზე ამბობდა, როცა რომაში წვრთნიდა, შემდეგ კი ეგვიპტელი რა ფეხბურთელი დადგა, ყველამ ვიცით.

ქართველის არაორდინალურობის გამო მისი წაკითხვა ოპონენტებს უჭირთ.

ინსინიეს სიღრმეში ამოწევა და შორეულ კუთხეში ბურთის გაგზავნა უყვარს – საავტორო უფლებით ტირაჯირო – ხოლო ხოსე კალეხონს შორეულ ჩარბენები – კვარაცხელიას წაკითხვა უფრო რთულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინსინიეს შეჩერება მარტივი იყო. არიენ რობენის მოძრაობაც ყველამ იცოდა, თუმცა ვერ აჩერებდნენ. ამ ოსტატობით ინსინიემ ნაპოლიში 122 გოლი გაიტანა.

კვარაცხელიას თამაშის გაშიფვრა ისეთივე რთულია, როგორც მისი ამოკითხვა – ასომთავრულში, ნუსხურში და მხედრულში. ქართულ ენას 3 დამწერლობა აქვს. მას სისწრაფეში მოგებაც შეუძლია, როდესაც მარიო რუი ბურთს შეუგდებს. შეუძლია ცენტრში შეიწიოს და ტირაჯირო შეასრულოს, როგორც მონცასთან პირველი გოლისას გააკეთა, ან ორი ფეხბურთელი მარჯვენათი დააწვინოს და გოლი მარცხენათი გაიტანოს, როგორც ეს მეორე გოლისას გააკეთა.

როდესაც კვარაცხელია ბურთს ეხება, ჟრუანტელი იმატებს და თუ ბოსმანის თავისუფალ ტრანსფერებს გამოვრიცხავთ [რედ: პირველი პრეცენდენტი, როდესაც კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელმა კლუბი თვითნებურად შეიცვალა, ბოსმანს უკავშირდება], სერია ა-ს საუკეთესო ტრანსფერის კანდიდატობის მთავარი პრეტენდენტია. მარტში ფიფას მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შეჭრის გამო, უცხოელ ფეხბურთელებს რუსეთის დატოვება შეუძლიათ, ხვიჩა სამშობლოში დააბრუნა, ყაზანის რუბნიდან – დინამო ბათუმში. ბევრისთვის შესაძლოა აზარტული იყო, საქართველოს კაზინოების დედაქალაქიდან [რედ: იგულისხმება ბათუმი] ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ შეძენა, მაგრამ ნაპოლსთვის ეს 21 წლის ბიჭი, ამ ფასად, მიგნებაა.

კვარაცხელიას სახელს ნაპოლიში სტადიონს არ დაარქმევენ, როგორც ჩელებაძის სახელია – ქობულეთში. მარადონას შეუძლია მშვიდად განისვენოს, თუმცა თუ კვარა ასე თამაშს გააგრძელებს, ის მხოლოდ სკაუტების ტრიუმფი კი არ იქნება, არამედ მსოფლიო მოვლენა, სადაც დიდებული ფეხბურთელი ყველგან შეიძლება იპოვო. სპორტს სილამაზეს სწორედ ეს ანიჭებს.