ნახეთ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა UFC 273-ზე

22:44 / 12 აპრ 2022
ნახეთ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა UFC 273-ზე

ჯექსონვილმა მიმდინარე წლის მეოთხე PPV ივენთს უმასპინძლა. UFC 273-ზე ორი საჩემპიონო ბრძოლის გარდა, არაერთი საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ. ხამზატ ჩიმაევმა პირველი რთული გამოცდა, #2 კონტენდერის, გილბერტ ბარნსის წინააღმდეგ რთულად, მაგრამ მაინც წარმატებით გაიარა. კრიტიკოსების დადუმება შეძლო ალჯამეინ სტერლინგმა, რომელმაც ამჯერად არა დისკვალიფიკაციის, არამედ მსაჯების გადაწყვეტილების ხარჯზე მოახერხა პიოტრ იანის დამარცხება. რაც შეეხება მთავარ ორთაბრძოლას, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ კორეელი ზომბი ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე, მეორე რაუნდში დაანოკაუტა.

Totalsports.com-ის ინფრომაციით, აღნიშნულ ივენთზე ვოლკანოვსკიმ 692,000$ გამოიმუშავა, მისმა მეტოქემ კი 482.000$. 182.000$ მიიღო. პიოტრ იანმა, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა 492,000$. 160.000$-ით გამდიდრა გილბერტ ბარნსი, ხოლო 205.000$ით ხამზატ ჩიმაევი. (თანხებში არაა ნაგულისხმები PPV-დან შემოსული თანხის წილი)

სხვა მებრძოლების ჰონორარები კი შემდეგნაირად გამოიყურება: