ნახეთ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა UFC 274-ზე

01:49 / 9 მაი 2022
ნახეთ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა UFC 274-ზე

ფინიქსმა მიმდინარე წლის მეხუთე PPV ივენთს უმასპინძლა. UFC 274-ზე ორი საჩემპიონო ბრძოლის გარდა, არაერთი საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ. მაიკლ ჩენდლერმა ფრონთქიქით ულამაზესი ნაკაუტი შემოგვთავაზა ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ. ქალების სატიტულო ორთაბრძოლაში ახალი ჩემპიონი გამოვლინდა. მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, კარლა ესპარზამ როუზ ნამაიუნასი დაამარცხა და სტრავეითის ახალი ჩემპიონი გახდა. მთავარ ორთაბრძოლაში კი, ჩარლზ ოლივეირამ ჯასტინ გეიჯი პირველი რაუნდში მარხჩობელა ილეთით დააძინა. მთავარი ბრძოლა თავიდან სატიტულოს სახელს ატარებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მოქმედმა ჩემპიონმა აწონებზე წონა ვერ დააფიქსირა, მას ქამარი ჩამოერთვა და #1 კონტენდერი გახდა. ბრაზილიელს ქამრის დასაბრუნებლად კიდევ ერთი ბრძოლის მოგება სჭირდება.

Totalsports.com-ის ინფორმაციით აღნიშნულ ივენთზე ყველაზე მეტი თანხდა 1.200.000$ ჩარლზ ოლივეირამ გამოიმუშავა, მისმა მეტოქემ კი 850.000$. 572.000$ გამოიმუშავა როუზ ნამაიუნასმა, ხოლო ახალმა ჩემპიონმა კარლა ესპარაზამ 430.000$. მაიკლ ჩენდლერმა საღამოს პერფორმანსისთვის 50.000$ საერთო ჯამში კი 690.000$, მისმა მეტოქემ ტონი ფერგიუსონმა 415.000$ (თანხებში ნაგულისმებია PPV-დან შემოსული თანხის წილი)

სხვა მებრძოლების ჰონორარები კი ასე გამოიყურება:

Screenshot-5