ნახეთ რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ UFC 286-ზე

ლონდონმა წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ივენთს, UFC 286-ს უმასპინძლა. ქარდზე არაერთმა ადგილობრივმა მებრძოლმა იასპარეზე – მათ შორის, ჩემპიონმა ლეონ ედვარდსმა, კამარუ უსმანთან რემატჩში ქამარი წარმატებით დაიცვა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართველებისთვის მეინ ქარდის პირველი ბრძოლა, სადაც რომან დოლძე მარტვინ ვეტორის დაუპირისპირდა. მსაჯების საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებით, გამარჯვება ვეტორის დარჩა. გარდამავალი უპირატესობის მიუხედავად, დოლიძეს უკეთესი შეტევები ორ რაუნდში უფრო მეტად იკვეთებოდა რაც გამარჯვებისთვის საკმარისი უნდა აღმოჩენილიყო.
ქართველმა მებრძოლმა ამ ბრძოლაში მოგების ბონუსი ვერ მიიღო და მხოლოდ კონტრაქტით გათვალსიწინებულ თანხას დასჯერდა – 60.000$ ბრძოლისთვის და 5.000$ სპონსორებისგან, ჯამში 65.000$. რაც შეეხება ვეტორის, იტალეილმა ჯამში 315.000$ მიიღო. ინფორმაციას totalsportal.com ავრცელებს.