ნახეთ რა უთხრეს ერთმანეთს განმა და ნგანუმ პირისპირ დგომის დროს [VIDEO]

15:47 / 22 იან 2022
ნახეთ რა უთხრეს ერთმანეთს განმა და ნგანუმ პირისპირ დგომის დროს [VIDEO]

UFC 270-მდე საათებიღა რჩება. ივენთის მთავარი დაპირისპირება მძიმე წონის საჩემპიონო ჯახი იქნება, სადაც ერთამენთს დროებით ჩემპიონი, სირილ განი და სრულფასოვანი ჩემპიონი, ფრენსის ნგანუ დაუპირისპირდებიან. ეს ორი მებრძოლი, წლების წინ სპარინგ პარტნიორები და მეგობრები იყვნენ, ეს ყოველივე კი მათ დაპირისპირებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

პრესკონფერენციის დროს განი და ნგანუ ერთმანეთს წლების წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეეკამათნენ. ნგანუ ირწმუნებოდა, რომ სპარინგზე განი დაანოკდაუნა, თუმცა სირილმა ეს უარყო და ნგანუს მატყუარა დაუძახა. მიუხედავად დაძაბულობისა, პირისპირ დგომის დროს მათ თბილისი სიტყვები გაცვალეს.

განი: ბედნიერი ვარ, ფრენსის.
ნგანუ: არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ მე პატივს გცემ. სხვა რამ არ იფიქრო.
განი: კვირას ომში მივდივართ.
ნგანუ: კი, ომი იქნება. თუმცა მე პატივს გცემ.
განი: მე ბედნიერი ვარ და ამაყი.