ნახეთ როგორ აშინებდნენ პერეირას მწვრთნელები ადესანიას ბრძოლამდე [VIDEO]

17:20 / 16 ნოე 2022
ნახეთ როგორ აშინებდნენ პერეირას მწვრთნელები ადესანიას ბრძოლამდე [VIDEO]

UFC 281-ზე საშუალო წონის ახალი ჩემპიონი გამოვლინდა – ადესანიას ჰეგემონია პერეირამ დაასრულა. პერეირას ადესანია აქამდეც ჰყავდა დამარცხებული, თანაც ორჯერ, კიკბოქსინგში. რაც შეეხება MMA-ს, ადესანია საშუალო წონაში პირველად დამარცხდა.

გარდა ტექნიკური თვალსაზრისისა, აღნიშნული ბრძოლას კიდევ უფრო დაძაბულს თავისი ისტორია ხდიდა. ეს იყო მეტი, ვიდრე საჩემპიონო ბრძოლა. პერეირა რომ საომრად იყო გამოსული, ეს ყველამ ვიცოდით, თუმცა ცოტამ თუ შეამჩნია, რომ არც მისი სამწვრთნელო შტაბი იყო ნაკლები განწყობით.
სოც.ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აშინებენ პერეირას მწვრთნელები ადესანიას ბრძოლის დაწყებამდე – ისინი ისრაელის გატეხვას ყელის გამოჭრის იმიტაციით ცდილობდნენ.

@kingkillersco Pereiras corner with the intimidation tactics 😤 #ufc281 #alexpereira #ufc #stylebender #poatan ♬ original sound – King Killers Apparel