ნიკა აბულაძე ინგლისურ ექსეტერში

18:34 / 12 მარ 2023
ნიკა აბულაძე ინგლისურ ექსეტერში

საქართველოს ნაკრებისა და შავი ლომის მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის ექსეთერ ჩიფსში განაგრძობს.

27 წლის მორაგბე ინგლისში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ჩავა და გუნდში მიმდინარე სეზონის გარდა, მომდევნო ორ წელიწადს ითამაშებს. აბულაძე პირველი ქართველია, რომელიც ექსეტერში ითამაშებს. რობ ბაქსტერი, ექსეტერის მთავარი მწვრთნელი:

“მისგან კარგ შედეგებს ველი. ვისაც აბულაძის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება უნდა, ვურჩევ შემოდგომის ტესტ მატჩები ნახოს, სადაც რამდენიმე შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო უელსთან მატჩში, რომელშიც შეცვლაზე შევიდა და მეტოქე შერკინებებში უდიდეს წნეხში მოაქცია. მისმა თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ის ნებისმიერი ქართველივით კარგია სტანდარტულ სიტუაციებში და, ამასთან ერთად, ბევრად უფრო მოძრავია და ძლიერია ბურთით ხელში“.

პრემიერშიფის მიმდინარე გათამაშებაში ექსეტერი16 თამაშიდან 43 ქულით მე-4 ადგილზეა.