ნიკა ამაშუკელის დატვირთული გრაფიკი

02:29 / 8 ივნ 2021
ნიკა ამაშუკელის დატვირთული გრაფიკი

ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2  ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს.

ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან „პრინციფალითი სთედიუმზე“ უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება.

შეგახსენებთ, მანამდე, 19 ივნისს ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვს ერზე უელსისა და იტალიის, ხოლო 25-ში ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის.

მსოფლიო რაგბმა კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ივლისსა და აგვისტოში გასამართი 44 საერთაშორისო მატჩისთვის, 8 ქვეყნის 21 მსაჯი შეარჩია. მსოფლიო რაგბის მსაჯთა შერჩევის კომიტეტის ხელმძღვანელი გრემ მური ამბობს, რომ მსაჯები და მათ შორის ნიკა ამაშუკელი, 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან:

“ივლისის ტესტები უმნიშვნელოვანესია მსაჯებისთვის, რადგან ისინი 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან. კოვიდ-რეგულაციების მიუხედავად, გაიზარდა საერთაშორისო მატჩების რაოდენობა, რაც საქმეში უფრო მეტი არბიტრის ნახვის შესაძლებლობას გვაძლევს. მოხარული ვარ, რომ ქართველ ნიკა ამაშუკელს დებიუტი ექნაბა ისეთ ტესტებზე, სადაც ექვსი ერის მონაწილე გუნდები თამაშობენ”.