ნიკოლოზ ბასილაშვილის საოცარი Comeback და გამარჯვება კრისისთან

ნიკოლოზ ბასილაშვილის საოცარი Comeback და გამარჯვება კრისისთან

პარიზში სტარტი აიღო საჩგბურთო სეზონის მეორე დიდი სლემის ტურნირმა – როლან გაროსმა. ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობაზე 22-ე ნომრად განითესა და პირველ მეტოქედ ამერიკელი მაქსიმე კრისი ერგო (N 62 მსოფლიო რეიტინგში). ჩოგბურთელები ერთმანეთს მეორედ ხვდებოდნენ – შარშან, US OPEN-ზე ნიკამ 3 სეტში სძლია მეტოქეს.

null

შეხვედრის პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. ნიკა უკანა ხაზიდან ,გათამაშებაში ბევრად უფრო უკეთესად გამოიყურებოდა, ამერიკელი კი გაცილებით უფრო მძლავრად აწვდიდა. მეტოქეები ცდილობდნენ, რომ საკუთარი კოზირები გამოეყენებინათ და თითქოს პარტიის ბედი ტაიბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, თუმცა მოულოდნელად ქართველს ჩავარდნა დაეწყო – მერვე გეიმში ნიკამ 4 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მაქსიმეს ბრეიკი “აჩუქა”. მომდევნო გეიმში კრისიმ წარმატებით ჩააწოდა სეტზე 6:3.

პირველი პარტიის ასე დასანანად წაგების შემდეგ, თითქოს ნიკას იმედგაცურება მეორე სეტშიც გადმოყვა – ბასილაშვილმა პირველივე გეიმში დათმო საკუთარი ჩაწოდება და მეტოქე ანგარიშში ისევ წინ გაუშვა. ფსიქოლოგიური უპირატესობაც უკვე ამერიკელის მხარეს იყო – კრისი უბრალოდ “დაფრინავდა”, რომელმაც სეტის მიწურულს კიდევ ერთხელ აართვა ქართველს ჩაწოდება და სეტი ორბრეიკიანი ჰანდიკაპით მოიგო 6:2.

null

სეტებში 0-2 ჩამორჩენის ამოქაჩვა ურთულესი საქმეა, ეს ჩოგბურთის ვარსკვლავებსაც კი უჭირთ. ნიკას კარიერაში ერთადერთხელ ქონდა დიდი სლემის ტურნირზე 0-2-დან შეხვედრა მოგებული – 2019 წლის უიმბლდონის პირველ წრეში ჯეიმს ვორდს ფაქტიურად განწირული მატჩი მოუგო 2:6 4:6 6:4 6:4 8:6.

მესამე პარტიაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა  საკუთარ ჩაწოდებაზე “დაალაგა სიტუაცია”. მეექვსე გეიმში ნიკა ბრეიკპოინტამდეც მივიდა, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. სეტის ბედი ამჯერად ტაიბრეიკზე გადაწყდა – 6:5-ზე და 7:6-ზე ბასილაშვილს 2 სეტპოინტი ქონდა, თუმცა მაქსიმემ მოიგერია. ამერიკელმა ვერგამოყენებული შანსის გამო კინაღამ დაგვსაჯა – მინი ბრეიკი შეასრულა და მატჩპოინტამდე მივიდა 8-7.

ნიკას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან გაუძლო ამ დიდ წნეხს, ზედიზედ 3 ქულა მოიგო და მასთან ერთად სეტიც 7:6 (10-8).

null

ვერგამოყენებულმა მატჩბოლმა უკვე ფსიქოლოგიურად “დაუმძიმა” სიტუაცია ამერიკელს, ბასილაშვილი კი პირიქით – თავისუფლად ათამაშდა. მე-7 გეიმში ნიკა ორმაგ ბრეიკპოინტამდე მივიდა, თუმცა კრისი გაჭირვებით გამოძვრა რთული მდგომარეობიდან. მე-9 გეიმში ნიკამ ბევრად უფრო აკურატულად ითამაშა და ნანატრი ბრეიკი მაინც შეასრულა 5:4.

მომდევნო გეიმში ქართველმა წარმატებით ჩააწოდა და სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 2-2 (3:6 2:6 7:6 6:4).

მეხუთე, გადამწყვეტი სეტიც ბასილაშვილის უპირატესობით გაიხსნა – იგი რეგულარულად მიდიოდა მეტოქის ჩაწოდებაზე ბრეიკპოინტებამდე, საკუთარ გეიმებს კი საკმაოდ მარტივად იგებდა. მაქსიმემ მეშვიდე გეიმამდე “გაძლო” და საბოლოოდ მაინც დაბრეიკდა.

მეცხრე გეიმში ნიკამ ორი მატჩპოინტი მიიღო ამერიკელის ჩაწოდებაზე, თუმცა კრისი მაინც გადარჩა. მე-10 გეიმში ნიკამ ძალების კონცენტრირება მოახდინა – ცივსისხლიანად ჩააწოდა და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა 3:6 2:6 7:6 6:4 6:4.

null

მატჩი 3 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 5 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა იყო. თავისმხრივ ამერიკელმა პირადი რეკორდი დაამყარა – 42 ეისი და 19 ორმაგი შეცდომა. ნიკამ ჯამში 12 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, საიდანაც მხოლოდ ორის რეალიზება შეძლო, კრისიმ კი სამჯერ აიღო ქართველის ჩაწოდება.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა მატჩი 59 ვინერსით და 27 უნებლიე შეცდომით დაასრულა, ამერიკელმა კი 70 ვინერსის წილ 38 უხეში შეცდომა დაუშვა.

ნიკამ კარიერაში მეათედ ითამაშა 5 სეტიანი მატჩი, საიდანაც 8 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო.

ბასილაშვილმა კარიერაში მეორედ შეძლო 2 სეტიანი ჩამორჩენის ამოქაჩვა და შეხვედრის მოგება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კიდევ ერთი ამერიკელი- მაკენზი მაკდონალდი იქნება((N 60 მსოფლიო რეიტინგში).

მაკდონალდმა პირველ წრეში 1:6 6:2 6:3 7:6 სძლია ლაქი ლუზერ ფრანკო აგამენონს.

ბასილაშვილი მაკდონალდს კარიერაში მეორედ შეხვდება. წელს, როტერდამის ტურნირზე მაკენზიმ 6:3 6:2 იმარჯვა.