ნინიაშვილი და გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში

13:55 / 17 ივნ 2022
ნინიაშვილი და გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში

19 ივნისს, ლონდონში, თვიქნემზე ბარბაროსები ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. უკვე ვწერდით, რომ საქართველოს ნაკებისა და ლიონის გარემარბი დავით ნინიაშვილი ბარბაროსების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

თავდაპირველად გამოძახებულთა შორის არ იყო ბორჯღალოსნებისა და ტულონის შერკინების ბურჯი ბექა გიგაშვილი. თუმცა, ერთ-ერთი პირველხაზელი დაშავდა და ჩვენებური ბარბაროსებში იხმეს. გალტიემ მასაც ძირითად შემადგენლობაში ანდო ადგილი.