ნიუ როლეანში ენტონი დევისი ეზიზღებათ

ნიუ როლეანში ენტონი დევისი ეზიზღებათ

კვირას, ნიუ ორლეანს ქარიშხალმა „იდამ“ გადაუარა. ქალაქის მცხოვრებლებმა დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი მოიმარაგეს და მაღაზიები ფაქტობრივად დააცარიელეს, თუმცა დახლებზე ხელუხლებელი დარჩა ჩიფსები, რომლის შეფუთვაზეც ენტონი დევისია გამოსახული.

ნიუ ორლეანის არცერთმა მაცხოვრებელმა არ იყიდა ის პროდუქტი, რომელსაც რეკლამას „ეი.დი“ უწევს. ქალაქში დევისზე არამხოლოდ ნაწყენები არიან, არამედ ეზიზღებათ კიდეც.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ნბა-ს დრაფტზე „ნიუ როლეანსმა“ ენტონი დევისი პირველ ნომრად აირჩია.

„A.D”-მ „პელიკანსში“ 7 სეზონი გაატარა, მხოლოდ ორჯერ გაიყვანა გუნდი პლეიოფში და 2019 წელს ტრეიდი მოითხოვა.

სწორედ ამ მიზეზის გამო ეზიზღებათ დღემდე დევისი ნიუ ორლანში.