ნოვაკ ჯოკოვიჩის მეათასე გამარჯვება

ნოვაკ ჯოკოვიჩის მეათასე გამარჯვება

რომის მასტერსის ნახევარფინალურ სტადიაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:4 6:3 სძლია კასპერ რუუდს და ფინალის საგზური მოიპოვა. სერბმა პროფესიონალურ კარიერაში საიუბილეო, მე-1000 გამარჯვება იზეიმა და ჩოგბურთის ღია ერაში გახდა რიგით მეხუთე მოთამაშე, რომელმაც 1000 გამარჯვებიან ნიშნულს მიაღწია.

საინტერესო ფაქტები – ნოვაკი 1000 გამარჯვება

 

ნოვაკამდე 1000 გამარჯვება 4 ჩოგბურთელმა მოიპოვა – რაფაელ ნადალი (1051), ივან ლენდლი (1068), როჯერ ფედერერი (1251) და ჯიმი კონორსი (1274).

ჯოკოვიჩმა პირველი პროფესიონალური მატჩი 2003 წლის ივნისში მოიგო – სერბეთში გამართულ “ფიუჩერსის” ტურნირზე 16 წლის ნოვაკმა დარკო მადიაროვსკი დაამარცხა. ATP TOUR-ზე “ნოლემ” პირველი მატჩი 2004 წელს, დევისის თასზე მოიგო.

ჯოკოვიჩს პროფესიონალურ კარიერაში მხოლოდ 203 წაგება გააჩნია. ნოვაკის თამაშების მოგების პროცენტული მაჩვენებელი 83,1% უტოლდება. მასზე უკეთესი მხოლოდ ნადალს აქვს – 83.2%.

ATP TOUR-ზე 1000 გამარჯვებიან ნიშნულს, ყველაზე ნაკლები წაგებით ჯიმი კონორსმა მიაღწია (164), ლენდლს (199), ნადალს (201), ჯოკოვიჩს (203), ფედერერს (227).

ჯოკოვიჩი 1000-იანთა კლუბის ყველაზე ასაკოვანი წევრი გახდა – ნოვაკმა მე-1000 მატჩის მოგება 34 წლის და 11 თვის ასაკში შეძლო.

null

ჯოკოვიჩმა თავისი მოგებული მატჩების თითქმის მეოთხედი ტოპ -10-ის წევრებს მოუგო – 231 მატჩი. ეს მამაკაცთა ტურის რეკორდია (მეორე შედეგი ფედერერს – 224).

ჯოკოვიჩმა ჰარდზე 636 მატჩი მოიგო – მასზე მეტი მხოლოდ როჯერ ფედერერს აქვს (783).

ჯოკოვიჩმა გრუნტზე 252 გამარჯვება იზეიმა (62 მარცხი). ბალახის საფარზე სერბმა 102 მატჩი მოიგო და მხოლოდ 12 წააგო.

ჯოკოვიჩმა 874 მატჩი მარჯვენა ხელით მოთამაშე ჩგბურთელებს მოუგო, 126 ცაციებს.

სერბს მემარჯვენეებთან მატჩების 84% აქვს მოგებული, მემარცხენეებთან მხოლოდ 76%. (სტატისტიკას აფუჭებს ცაცია რაფაელ ნადალი, რომელმაც 28 მატჩი მოუგო “ჯოკოს”.)

null

1000 გამარჯვებიდან 197 ნოვაკმა გადამწყვეტ სეტებში მოიპოვა, 36 – მეხუთე სეტში.

ჩოგბურთის ისტორიაში ნოვაკზე მეტი გამარჯვება მეხუთე სეტში მხოლოდ რუმინელ ილია ნასტასეს აქვს – 42.

ჯოკოვიჩმა კარიერის განმავლობაშ მხოლოდ ექვსჯერ შეძლო 0-2 სეტებში ჩამორჩენის შემდეგ თამაშის მოგება.

ჯოკოვიჩმა კარიერაშ 124 ფინალი ითამაშა და 86 მოიგო.

დღეს ნოვაკი კარიერის 125-ე ფინალს ითამაშებს რომის ცენტრალურ კორტზე, სადაც მისი მეტოქე სტეფანოს ციციპასი იქნება.