ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP TOUR-ზე ბრუნდება

ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP TOUR-ზე ბრუნდება

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთვევაა, როდესაც ATP ტურნირს ისრაელის ტერიტორიაზე მართავს. Tel Aviv Watergen Open-ზე მთავარ ფავორიტად ნოვაკ ჯოკოვიჩი მიიჩნევა, რომელმაც პროფესიონალურ ტურზე ივლისის შემდეგ აღარ უთამაშია.

სერბი ჩოგბურთელი კოვიდ აცრის გაკეთებას უარობს, ამის გამო მან იძულებით გამოტოვა ამერიკული მასტერსების სერია და US OPEN. ნოვაკმა კი თამაშა ლივერის თასზე, თუმცა ეს ტურნირი ოფიციალურად არ მიიჩნევა.

null

უიმბლდონის მოგების შემდეგ ეს პირველი ტურნირი იქნება, სადაც ჯოკოვიჩი ერთეულთა თანრიგში იასპარეზებს. როგორც პირველ ნომრად განთესილი, სერბი Tel Aviv Watergen Open-ზე 1/8 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე პაბლო ანდუხარ-ალბა იქნება. ესპანელმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროს მოუგო 7:6 6:1 და ასე მოიპოვა მერვედფინალის საგზური.

ნოვაკს არ უნდა გაუჭირდეს 1/4 ფინალში გასვლა, სადაც მისი სავარაუდო მეტოქე კანადელი ვაცეკ პოსპიშლი უნდა იყოს, ხოლო ნახევარფინალში – დიეგო შვარცმანი.

null

ბადიის უკიდურეს, ქვედა ნახევარში, მეორე ნომრად გახლავთ განთესილი მარინ ჩილიჩი. ხორვატმა ჩოგბურთელმა უკვე მოახერხა 1/4 ფინალის საგზურის მოპოვება, მერვედფინალში დაამარცხა რა დომინიკ ტიმი 6:7 6:2 6:4.

თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, წესით ფინალურ შეხვედრაში ჯოკოვიჩ-ჩილიჩის დაპირისპირება უნდა ვიხილოთ, რისი წინააღმდეგი არც ადგილობრივი პუბლიკა უნდა იყოს და არც ტურნირის ხელმძღვანელობა.