ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო გარჩევა მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო გარჩევა მოიგო

რამდენიმე დღის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში ჩაფრინდა, რათა ეთამაშა მოახლოვებულ ავსტრალიის ღია პირველობაზე, თუმცა სერბ ჩოგბურთელს საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცა საემიგრაციო სამსახურმა, რადგან მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს კოვიდ ვაქცინა არ აქვს გაკეთებული.

გარკვეული დროის განმავლობაში ჯოკოვიჩი სამართალდამცავებს ემიგრანტებისთვის განკუთვნილ ოთახში ყავდათ გადაყვანილი, რის შემდეგაც გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელშიც ჯოკოვიჩი გაამართლეს – მოსამართლემ დაადგინა, რომ ნოვაკს არაკანონიერად გაუუქმეს ვიზა.

null

„მე ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ, რომ მოსამართლემ ანულირება გაუკეთა ჩემი ვიზის გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, მე მაინც დამრჩა დიდი სურვილი დავრჩე ავსტრალიაში და ვითამაშო Australian Open-ზე.

მე აქ იმიტომ ჩამოვფრინდი, რომ ჩოგბურთი ვითამაშო. ამ მომენტისთვის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივარს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო. მე მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ, რაც ჩემს ძალებს აორკეცებს.“ – განაცხადა ჯოკოვიჩმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკს შესაძლოა მაინც დეპორტაცია გაუკეთონ ავსტრალიიდან, მიუხედავად იმისა, რომ სერბმა სასამართლო პროცესი მოიგო. ასეთი უფლება ემიგრაციის მინისტრს გააჩნია.