სიახლეები

სტრიკლენდის ცრემლები - მოძალადე მამა, მძიმე ბავშვობა... | ვიდეო

ორთაბრძოლა
comments
image
საშინელი ბავშვობა მქონდა. ოჯახში სულ დაძაბულობა იყო, რაც ჩემზეც გადმოდიოდა. სკოლიდან რამდენჯერმე გამომაგდეს, იყო დრო როცა განათლებას სახლში ვიღებდი რადგან ჩემი სოციალიზაცია პრობლემებს იწვევდა. თანატოლებთან სულ კონფლიქტი მქონდა, რასისტული ქცევები მახასიათებდა. ეს ჩემი ბრალი არ იყო, რასაც ოჯახში ვხედავდი იმას ვაკეთებდი. ბაბუაჩემი საშინელი კაცი იყო, ნამდვილი რასისტი, მამაჩემი სრული ნეხვის გროვა. მე-9 კლასში ვიყავი როცა პირველად ვივარჯიშე MMA-ზე - პირველივე დღეს სახე დამისისხლაინეს. ეს იყო პირველი შემთხევა ჩემი ცხოვრების მანძილზე, როცა ბედნიერება განვიცადე. მთელი სიბრაზისგან დავიცალე.
მესამე-მეოთხე კლასში ვიქნებოდი, როცა დედაჩემის ოთახში ვიძინებდი, რადგან მეგონა რომ მამაჩემი მას მოკლავდა. ვიძინებდი კარებთან, ვიძინებდი ლოგინის ქვემოთ... ერთხელაც მახსოვს, როცა ლოგინის ქვემოთ ვიმალებოდი, მამაჩემი დედაჩემს მოკვლით ემუქრებოდა - მე ავიღე გიტარა და თავზე გადავალეწე. შემდეგ პოლიციას დავურეკე და მამაჩემი წაიყვანეს. გამოუსწორებელი ლოთი იყო, შუა ღამემდე სვამდა სახლში - იგინებოდა, იმქურებოდა - ვერ ვიძინებდი და ამის გამო ხშირად სკოლას ვაცდენდი. ერთხელ როდესაც გამოუძინებელი სკოლაში წავედი, მერხზე ჩამეძინა. მასწავლებელი მეჩხუბა. ყველასთვის ცუდი ბავშვი ვიყავი რადგან ან ვაცდენდი ან გავკეთილზე მეძინა. იმას კი არავინ კითხულობდა რატომ ვერ ვიძინებდი ღამით, მესამე კლასელი ბავშვი...
ასევე დაგაინტერესებსასევე დაგაინტერესებს