სიახლეები

"ვფიქრობ, ხაბიბს დავამარცხებდი" - ჯორჯ სენტ პიერი | ვიდეო

ორთაბრძოლა
comments
image
ხაბიბს ძალიან კარგი მარჯვენა ოვერჰენდი აქვს, ის ძალიან კარგია დისტანციის შეგრძნებაში. დილემას უქმნის თავის მოწინააღმდეგეს - ფეხში შევა თუ მარჯვენა ოვერჰენდს დაარტყამს. ის ძალიან საშიშია ასევე როცა გალიასთან მიგიმწყვდევს - აქ ჭიდაობის ნამდვილი მასტერია. ჩემი სტილი ცოტა სხვაა, მე უფრო ოქტაგონის ცენტრში ვარ კარგი, მეტად აქტიური ვარ. ხაბიბთან დაპირისპირების შემთხვევაში, ვეცდებოდი ბრძოლა ცენტრში წარმემართა და არ შევუშნდებოდი არც მასთან ფეხში შესვლას. ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ვიქნებოდი, ვინც ხაბიბთან ფეხში შევიდოდა. მე კიდე ვისთანაც მიბრძვია, გდება ყველასთვის გამიკეთებია.
როგორ ჩაივლიდა ჩემი და ხაბიბის ბრძოლა? არ ვიცი, ასე უბრალოდ თქმა მარტივია. უბრალოდ ვფიქრობ, ხაბიბი ვერ შეძლებდა ჩემს დამარცხებას. არც იმას ვამბობ, რომ მე ხაბიბის დამარცხებას ყოველთვის შევძლებდი, უბრალოდ როდესაც თვალს ვხუჭავ და წარმოვიდგენ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილს, კონკრეტულ სიტუაცაის - მჯერა რომ მას დავამარცხებდი. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ რომ მას დავამარცხებდი. თუ ის წამოვიდოდა ჩემზე პრესინგით, მე მას გდებას გავუკეთებდი - მე ამისთვის თავდაჯრებეულობა სულ მქონდა.
ასევე დაგაინტერესებსასევე დაგაინტერესებს