ორი ოქრო და ექვსი ბრინჯაო ბანსკა-ბისტრიცადან

17:03 / 31 ივლ 2022
ორი ოქრო და ექვსი ბრინჯაო ბანსკა-ბისტრიცადან

ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც ახლახან სლოვაკურ ბანსკა-ბისტრიცაში დასრულდა, ქართველმა ძიუდოისტებმა ბოლო დღეს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს,  ამჯერად, ჩვენმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრებაში იყოჩაღეს.

ჩვენს გუნდში ვაჟებიდან თორნიკე მოსიაშვილმა (66კგ), სანდრო ახლოურმა (81კგ) და გიორგი ტაბატაძემ (+90კგ) შედიოდნენ, ხოლო გოგონებიდან – მარიამ ფოცხვერაშვილმა (52კგ), ნინო ლოლაძემ (63კგ) და ნინო გულბანმა (+63კგ). იჭიდავეს. მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 4:3 მოუგო. იქამდე კი, ჯგუფურ ტურნირზე მოლდოვას და იტალიას სძლია. ნახევარფინალში კი, უკრაინასთან დამარცხდა.

ბანსკა ბისტრიცაში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მონაგარი სულ რვა მედალია (ორი ოქრო და ექვსი ბრინჯაო). ყველა მათგანი ძიუდოისტებმა მოიპოვეს. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილზე ვართ.

პირველზე იტალიაა  – 47 მედალი (21+12+14), მეორეზე გერმანია – 32 (9+8+15), მესამეზე ესპანეთი – 19 (8+7+4).