ოფიციალურად: ვოლკანოვსკი ქამარს კორეელი ზომბის წინააღმდეგ დაიცავს

02:39 / 12 იან 2022
ოფიციალურად: ვოლკანოვსკი ქამარს კორეელი ზომბის წინააღმდეგ დაიცავს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ UFC 272-ზე გასამართ სატიტულო ორთაბრძოლას, მაქს ჰოლოვეი ტრავმის გამო ჩაეხსნა. ალექსანდრ ვოლკანვოსკი მეტოქის გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიელს ბევრი კონტენდერი იწვევდა, ვოლკანოვსკიმ სასურველი მეტოქე თავად აირჩია, გამოწივია და უკვე ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა კიდეც. მისთვის ქამრის წართმევას კორეელი ზომბი შეეცდება. ზომბი ქვემსუბუქის წონის მეოთხე ნომერია და არც ისე კარგი სერიით გადის ოქტაგონზე ვოლკანოვსკის წინააღმდეგ – იგი ბოლო 5 ბრძოლაში 2-ჯერ დამარცხდა – არადა აღნიშნულ წონაში არაერთი კონტენდერია რამდენიმე ბრძოლიანი მოგებათა სერიით.

ვოლკანოვსკის გიგა ჭიკაძეს აქტიურად იწვევდა. ჩემპიონის მხრიდან ზომბის გამოწვევას კი ქართველი მებრძოლი შემდეგნაირად გამოეხმაურა: “ვოლკანოვკის ზომბის გამოწვევთ ყველაზე მარტივი გზა აირჩია, მას სხვებთან ბრძოლა არ სურდა”.

6 მარტს, ალექდანდრ ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის ქამრის დაცვას მესამედ შეეცდება.