ოქრიაშვილმა აპოელში ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა (ვიდეო)

22:41 / 8 მაი 2022
ოქრიაშვილმა აპოელში ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში, აპოელი აპოლონს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. სტუმართაგან ერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. გოლიც არის და გოლიც, 30 წლის შემტევმა ბრწყინვალე მაკრატელა შეაგდო.

ოქრიაშვილისთვის მაკრატელა გოლი უცხო არ არის. მას მსგავსი გოლი ორჯერ აქვს გატანილი და ორივეჯერ კრანოსდარის შემადგენლობაში, ერთხელ ზენიტთან და ერთხელ სევილიასთან.