პატრის ევრა: მესის ფანები მალე ჩემს გვერდზე უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ლეოს ექაუნთზე

15:20 / 1 დეკ 2021
პატრის ევრა: მესის ფანები მალე ჩემს გვერდზე უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ლეოს ექაუნთზე

მანჩესტერ იუნაიტედის და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ, ლეო მესი გააკრიტიკა. სწორედ ამ კრიტიკის შემდეგ, მესის ფანებმა მას ინსტაგრამზე საკმაოდ ბევრი კომენტარი დაუწერეს და პირად შეტყობინებებშიც მიწერეს.

“მას შემდეგ, რაც მესიზე კომენტარი გავაკეთე, მისმა ფანებმა სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი დამიწერეს და პირად შეტყობინებებშიც მომწერეს. მალე ჩემს გვერდზე უფრო უფრო მეტი მესის ფანი იქნება, ვიდრე ლეოს ექაუნთზე. არაუშავს, სიყვარული ბრმაა, მე თქვენ ყველა მიყვარხართ.”-განაცხადა ევრამ.

რაც შეეხება კრიტიკას, მოგეხსენებათ მესიმ თქვა, რომ 2020 წელს ოქროს ბურთს ლევანდოვსკი იმსახურებდა, ევრამ კი სოციალურ ქსელში შემდეგი განაცხადა: “ლეომ თქვა, რომ 2020 წელს ოქროს ბურთს ლევანდოვსკი იმსახურებდა, და წელს ლეო?”

შეგახსენებთ, რომ France Football-ის გამოკითხვის შედეგად, ოქროს ბურთი ლეო მესიმ აიღო, მეორე ადგილზე კი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა.