პეპი: აი, ამიტომ წავიდა კანსელუ…

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟოაო კანსელოს ბაიერნში წასვლის მიზეზები განმარტა:
“ბოლო ორი პრემიერლიგის მოგებაში ის წარმოუდგენლად დიდი ფიგურა იყო. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გადავწყვიტეთ რომ ტაქტიკაში ცვლილებები შეგვეტანა. მომწონს რასაც ვხედავდი. სხვა ფეხბურთელებს მეტი დრო მივეცი.
ჟოაოს თამაში უყვარს. ვარჯიშებზე ყველაფერს აკეთებდა და არ მოსწონდა სიტუაცია, როდესაც არ თამაშობდა.
იმისთვის რომ ბედნიერი იყოს, მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ მიუნხენში გაგვეშვა. მას ყოველ თამაშში მონაწილეობა სურს და იმედია ამას ბაიერნში შეძლებს,” – თქვა პეპმა