პეპი: მაშინ სად იყო მათი ძლიერი ხასიათი, როცა ბარსელონათი გავანადგურე?

პეპი: მაშინ სად იყო მათი ძლიერი ხასიათი, როცა ბარსელონათი გავანადგურე?

 

პეპ გვარდიოლა ყოფილი ფეხბურთელებისგან კრიტიკამ გააბრაზა. პატრის ევრამ თქვა, გვარდიოლას ძლიერი ხასიათის მქონე ფეხბურთელებთან მუშაობა არ შეუძლია, ამიტომაც ასეთები გუნდში არ მიჰყავსო.

დიმიტარ ბერბატოვმა განაცხადა, რომ მანჩესტერ სიტი სუსტი მენტალიტეტის მქონე კლუბია და ევროპული მასშტაბითაც ამიტომ ვერ გახდა უძლიერესიო. შეგახსენებთ, ევრაც და ბერბატოვიც მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდნენ.

გვარდიოლა: „ყველა ამ სპეციალისტის წინააღმდეგ მითამაშია. ბერბატოვთანაც, ევრასთანაც, ზეედორფთანაც… რატომღაც ეს ძლიერი ხასიათი ევრასთვის და ბერბატოვისთვის მათთვის მაშინ არ შემიმჩნევია, როცა ისინი ბარსელონათი გავანადგურე. დიახ, გავანადგურე ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

…რეალთან მატჩს რაც შეეხება, ორი გოლი გავუშვით ბოლო წუთებზე და ეს მაშინ, როცა მანამდე ორი შანსი გვქონდა, თამაში დაგვემთავრებინა. საქმე ხასიათში არაა. პრემიერლიგის ბოლო 4 მატჩში 22 გოლი გავიტანეთ და ეს დიდებული ხასიათით მოვახერხეთ“ (Daily Mail)