პეპი: რა განსხვავებაა ლივერპულსა და ჩვენ შორის?

პეპი: რა განსხვავებაა ლივერპულსა და ჩვენ შორის?

პეპ გვარდიოლას სჯერა, რომ ლივერპული მეტად პოპულარულია, ვიდრე სიტი

 

ადრე გვარდილამ ასეთი რამ თქვა: „მთელი ქვეყანა ლივერპულისკენაა. ეს, რა თქმა უნდა, ევროთასებზე მათი ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, თუმცა 30 წლის განმავლობაში პრემიერლიგა მხოლოდ ერთხელ მოიგეს”

 

ესპანელმა ახლა ნათქვამი დააზუსტა

 

“4-5 წლის აქ გატარების შემდეგ, ჩემი ინგლისური ისეთი კარგი არ არის, როგორც მინდა იყოს. მე ვთქვი: როდესაც ტიტულებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, იმას მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვისაც მეტი ტრადიცია აქვს.

 

ასეა ესპანეთში, გერმანიაში, იტალიაში. ამ თვალსაზრისით, აუტსაიდერები ვართ.

 

ლივერპულის გულშემატკივრებს გამარჯვება უნდათ. არ ვამბობ, რომ მთელი ქვეყანა ლივერპულის ფანია, მაგრამ ეს ის გუნდია, რომელსაც ბევრი ტიტული აქვს.

 

მსოფლიოს ყველა ქვეყანას ჰყავს გუნდები, რომლებსაც სხვებზე მეტი მხარდაჭერა აქვთ. ლივერპული, მან. იუნაიტედი, არსენალი – მათ მდიდარი ისტორია აქვთ, ჩვენ დამწყებები ვართ…

 

პრემიერლიგის ტიტული პრივილეგიად ამიტომ მიგვაჩნია და შანსს არ გავუშვებთ, რომ ბოლო თამაშში სიამოვნება მივიღოთ,“ – თქვა გვარდიოლამ