პერესი: ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს

პერესი: ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს

რეალის პრეზიდენტს, ფლორენინო პერესს სჯერა, რომ ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს

–          ახლა რეალში გალაკტიკო არ არის

დიდი მოთამაშეები არ იყიდებიან, ან მათი ფასი ძალიან მაღალია. ჩვენ ფეხბურთელები გვყავს, რომელთა გამოსასყიდი თანხა მილიარდი დოლარია. აქ ვინისიუსი, როდრიგო, ვალვერდე, მილიტაო თამაშობენ… ვინისთან ახალი კონტრაქტი პრობლემა არ არის. ის ყოველთვის ამბობს, რომ რეალიდან წასვლა არ სურს.

–          რეალის რომელიმე ყოფილმა მწვრთნელმა ვინისიუსის გაყიდვა გირჩიათ?

არ ვიცი. ვინისიუსის გაყიდვა არავის უნდა. ვფიქრობ, მომავალში ოქროს ბურთს ის აუცილებლად მოიგებს, როგორც ბენზემა – ამ წელს. როდრიგო და ვალვერდე მალე გაიხსნებიან.

ვინისიუსი ჩვენთან 18 წლის მოვიდა და რას წარმოადგენდა არ ვიცოდით. ყოველ წელს უკეთესი ხდება