პიკე: ვიცი, ბარსელონას წინააღმდეგ მივდივარ…

პიკე: ვიცი, ბარსელონას წინააღმდეგ მივდივარ…

 

ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ სუპერლიგის შესახებ ისაუბრა

„ჩემი აზრით, ესპანეთში ეს ძალიან პოლიტიკური გახდა. პრესას ისეთი ხალხი აკონტროლებს, რომლებიც სუპერ ლიგას მხარს უჭერენ. ბრიტანეთში ასე არ არის, იქ ხალხი სუპერლიგის წინააღმდეგია. ახლა პროცესი გაჩერებულია. ვფიქრობ, დროებით.

ჩემი აზრით, ეს იდეა ფეხბურთს ანგრევს, რადგან მხოლოდ ტოპ კლუბებისთვისაა მომგებიანი,  სევილიას და ვალენსიას დონის გუნდებს კი გაანადგურებს. მაშინვე არა, მაგრამ 5-10 წელიწადში.

ვხვდები, ტოპ კლუბები ამას რატომაც აკეთებენ. მეპატრონეებს სურთ, რომ მათი გუნდების ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდონ. არ ვფიქრობ, რომ რეალი და ბარსელონა სწორად იქცევიან. მესმის, რომ ჩემი აზრი კლუბისას ეწინააღმდეგება, რადგან ბარსელონას, რეალის და იუვენტუსის პოზიცია კარგად ვიცი. გულშემატკივრების თვალთახედვიდან, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის,“ – თქვა პიკემ