პირველი გამარჯვება 430 დღის შემდეგ

პირველი გამარჯვება 430 დღის შემდეგ

დიდი სლემის ტურნირების 23 გზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა 430 დღიანი პაუზის შემდეგ WTA-ს ტურნირზე პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ტორონტოს მასტერსის პირველ რაუნდში 6:3 6:4 სძლია ესპანელ ნურია პარიაზ-დიასს.

არ ციოდა, თუმცა მოღრუბლულ ამინდში მოგვიწია თამაში. ცოტა ქარი იყო, მაგრამ ეს ფაქტორი თითქოს მეხმარებოდა კიდეც.

ძალიან მიხარია რომ დავბრუნდი ტორონტოში. ტურნირის დაწყებამდე ზუსტად არ ვიცოდი, ჯანმრთელობა მომცემდა თუ არა საშუალებას აქ მეთამაშა. მთელს ტურში ტორონტო ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ადგილია.

საკმაოდ კარგად გავერთე და ბედნიერი ვტოვებ კორტს“.

null

სერენამ თავის კომენტარში ასევე მიანიშნა, რომ ნელნელა მოვიდა დრო, რომ გამოეთხოვოს პროფესიონალურ ჩოგბურთს და დაასრულოს კარიერა.

გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და მეც მისკენ მივდივარ. ერთი სული მაქვს, როდის მივალ ბოლომდე. რა არის ჩემთვის სინათლე? – თავისუფლება. ძალიან მიყვარს ჩოგბურთის თამაში, მაგრამ სულ ხომ ვერ ვითამაშებ, დრო ახლოვდება.”

ტორონტოს მეორე წრეში სერენა უილიამსი ბენჩიჩ/მარტინცოვას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.