რადუკანუ ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენია, ზვერევი გერმანიის

რადუკანუ ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენია, ზვერევი გერმანიის

US OPEN-ის სენსაციური ჩემპიონი ემა რადუკანუ BBC-ის ვერსიით დიდი ბირტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

უკანასკნელი 44 წლის განმავლობაში ემა გახდა პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო.

რადუკანუმ 18 წლის ასაკში მოახერხა ამერიკის ღია პირველობის მოგება და საკუთარი გვარი სამუდამოდ ჩაწერა ჩოგბურთის ისტორიაში.

„ჩემთვის უდიდესი პატივია ამ პრიზის მიღება. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოკითხვაში ხმა მომცა და მხარს მიჭერდა მთელი წლის განმავლობაში“ – დაწერა ემამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

null

გერმანიის 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევი დასახელდა.

საშას ძალიან წარმატებული საჩოგბურთო სეზონი გამოუვიდა – ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა მის ანგარიშზეა 2 მოგებული მასტერსი, 2 500-იანთა კატეგორიის ტურნირი და წლის შემაჯამებელი, რომელიც ტურინში გაიმართა.

გერმანიის წლის სპორტსმენ ქალად ზედიზედ მესამედ დასახელდა მალაიკა მიჰამბო, რომელმაც წლეულს კარიერაში პირველად მოიგო ოლიმპიური ოქრო (სიგრძეში ხტომა).

გერმანიის წლის საუკეთესო გუნდად ველომრბოლელ ქალთა ნაკრები დასახელდა, რომელთაც ტოკიოს ოლიმპიადაზე 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.